top of page
ჩვენი გუნდი
სანდრო მალხაზ შელია
დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი
სანდრო შელია არის ქართველი ამერიკელი საერთაშორისო ექსპერტი 25 წლიანი გამოცდილებით მრავალ საკვანძო დარგში როგორიც არის შესაბამისობის შეფასება, განათლება, საერთაშორისო სტანდარტიზაცია, არასამთავრობო ორგანიზაციების მართვა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ფინანსები.
სანდრო შელია 1996 წლიდან ცხოვრობდა ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო 2004-2014 წლებში იკავებდა ამერიკის ეროვნული სტანდარტების ინსტიტუტის (ANSI) აკრედიტაციის უფროსი დირექტორის თანამდებობას. მისი დირექტორობის წლებში ANSI-მ განამტკიცა თავისი როლი, როგორ მსოფლიოს ლიდერი აკრედიტაციის დარგში, ოთხჯერ გაზარდა სხვადასხვა ტიპის აკრედიტებული შესაბამისობის შეფასების ორგანოთა პორტფელი და შემოიღო ახალი პროგრამები ლაბორატორიებისათვის, ინსპექტირების ორგანოებისათვის, სასერტიფიკატო კურსების მწარმოებელი ორგანიზაციებისათვის და სასათბურე გაზების სეკვესტრაციის ვერიფიკაციისა და ვალიდაციის ორგანოებისათვის.
სანდრომ მიიღო ბაკალავრის წოდება პენსილვანიის შტატის ალეგენის კოლეჯის (Allegheny College) პოლიტოლოგიის ფაკულტეტისაგან 1998 წელს და ასევე მაგისტრის წოდება ჯორჯთაუნის უნივერსიტეტისაგან (Georgetown University McDonough School of Business) 2007 წელს. 2014 წლიდან სანდრო შელია საქართველოში მოღვაწეობს. ჩამოსვლისას მან განახორციელა რამოდენიმე პროექტი საერთაშორისო კონსულტანტისა და პროექტის ხელმძღვანელის როლში საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან და მასთან არსებულ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან, აგრეთვე ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ხელმძღვანელობდა მმართველობის საინფორმაციო სისტემის შემუშავებას, საქართველოს აკრედიტაციის ცენტრისათვის. სანდრო აქტიურად მოღვაწეობს საქართველოში კერძო ბიზნესის სფეროში ფინანსური მომსახურების, კვების მრეწველობის და სოფლის მეურნეობის დარგებში.
2015 წელს სანდრო შელიამ და მისმა მეუღლემ დააფუძნეს საქველმოქმედო ფონდი "ნათელი საქართველო", რომლის მიზნებია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების დახმარება და მათთვის განათლებაში ხელშეწყობა. ფონდის მიერ განხორციელებული პროექტები მოიცავს საქველმოქმედო კონცერტებს, ბავშვების მხატვრულ წრეებზე დასწრების დაფინანსებას და აგრეთვე ჩატარებულ 2 კვირიან საზაფხულო სკოლას, რომლის დროს 30-მა აბიტურიენტმა სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან მიიღო ინტენსიური ტრენინგი ერონვული გამოცდებისათვის მოსამზადებლად.

მატა შველიძე
დირექტორის მოადგილე
მატა შველიძე არის კომპანია „სი ეი ინთერნეიშენალ“-ის, გენერალური დირექტორის მოადგილე და ხარისხის მენეჯერი. 2012-2015 წლებში მატა ცხოვრობდა დიდ ბრიტანეთში, სადაც მუშაობდა გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით კომპანია "Capita"-ში, რომელიც არის ერთერთი წამყვანი ბიზნეს პროცესების მართვის საკონსულტაციო კომპანია ბრიტანეთში.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა განათლების სამინისტროს ერთერთ სსიპ-ში განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში ადამიანური რესურსების დეპარტამენტში.
მატა ფლობს ბიზნესის მაგისტრის ხარისხს ბირმინგემის უნივერსიტეტიდან და ბაკალავრიატის ხარისხს საერთაშორისო ეკონომიკაში შავი ზღვის უნივერსიტეტიდან.

ოთარ ელიაშვილი
ტექნიკური დირექტორი
ოთარ ელიაშვილი დაინიშნა „სი ეი ინთერნეიშენალის“-ის ტექნიკურ დირექტორად 2017 წლის მარტში. მას აქვს ტექნიკურ სფეროში მუშაობის 46 წლიანი გამოცდილება და საქართველოში ტექნიკური უსაფრთხოების მრავალი სფეროს ერთ-ერთი წამყვანი პროფესიონალია.
ოთარი 30 წელი მუშაობდა ტექნიკური ზედამხედველობისა და ინსპექტირების სფეროში. 1971 წლიდან 1982 წლამდე იყო რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მეტალურგიული და ამწე მოწყობილობების შემკეთებელი სამსახურის ინჟინერი. 1982 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს სამთოტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო კომიტეტში და ახორციელებდა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის საგლინავი, ამწე მოწყობილობების და აირის მეურნეობების ინსპექტირებას. 1987 წლიდან 1992 წლამდე მუშაობდა რუსთავის ამწემშენებელ ქარხანაში მთავარ კონსტრუქტორად. 1992 წელს კვლავ დაუბრუნდა ტექნიკურ ზედამხედველობას (ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექცია). 2014 წლიდან 2017 წლის მარტამდე მუშაობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ამწე-სატრანსპორტო და წნევის ქვეშ მომუშავე ობიექტებზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსად.
ოთარს დამთავრებული აქვს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი ლითონების წნევით დამუშავების სპეციალობით. ტექნიკური ზედამხედველობის სფეროში მუშაობის პერიოდში გაიარა ტრენინგები 12 სხვადასხვა სფეროში, ევროკავშირის კანონმდებლობის შესწავლის მიზნით. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში ახალი ტექნიკური კანონმდებლობის დანერგვისთვის ტექნიკური რეგლამენტების შემუშავებაში.

ალექსანდრე ტარიელაშვილი
უფროსი მრჩეველი
ალექსანდრე ტარიელაშვილი 2016 წლის ნოემბრიდან არის „სი ეი ინთერნეიშენალი“-ს ტექნიკური დირექტორის მოადგილე. მას აქვს ტექნიკურ სფეროში მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება, მათ შორის, 2 წელი ტექნიკური ზედამხედველობისა და ინსპექტირების სფეროში.
ალექსანდრემ მუშაობა დაიწყო 2005 წელს კომპანია „კომპიუტერ-ლენდ“-ში ლიფტების ელექტრომექანიკოსის თანამდებობაზე. 2006-დან 2014 წლამდე მუშაობდა კომპანია „თბილლიფტ“-ში ელექტრო მექანიკოსად, ხოლო, შემდეგ ჯგუფის უფროსად. 2014-დან 2016 წლამდე მუშაობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ამწე-სატრანსპორტო და წნევის ქვეშ მომუშავე ობიექტებზე ზედამხედველობის სამმართველოს სპეციალისტად.
ალექსანდრეს დამთავრებული აქვს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მექანიზაციის ფაკულტეტი და მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი. გავლილი აქვს სხვადასხვა კურსები და ტრენინგები ტექნიკურ სფეროში, მათ შორის წარმატებით გაიარა ტრენინგი – ISO/IEC 17020:2012 მოთხოვნები ინსპექტირების ორგანოების მიმართ.

გიორგი ანანიაშვილი
ტექნიკური დირექტორის მოადგილე
გიორგი ანანიაშვილი დაინიშნა „სი ეი ინთერნეიშენალ“-ში ინსპექტორის პოზიციაზე 2018 წლის მარტში. ამჟამად, იგი არის ტექნიკური დირექტორის მოადგილე.
გიორგის აქვს ტექნიკურ სფეროში მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება. 2011 წლიდან 2017 წლამდე მუშაობდა აირსავსებ სადგურებზე სხვადასხვა პოზიციებზე.
გიორგის ავტორობით და აგრეთვე, თანაავტორობით გამოცემულია საერთაშორისო ჟურნალებში სხვადასხვა სამეცნიერო პუბლიკაცია, რომელთაგან ზოგიერთი წარდგენილია საერთაშორისო კონფერენციებზე. გიორგი არის თანაავტორიც დამხმარე სახელმძღვანელოსი: „ბუნებრივი გაზი - იაფი და უსაფრთხო საავტომობილო საწვავი“. ჟურნალებში პუბლიკაციები მოიცავს ისეთ სტატიებს, როგორებიცაა:
- 2016, ნაშრომის ავტორი: ”საქართველოს გაზბალონიანი ავტოპარკის სიტუაციური ანალიზი”, IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - ”ენერგეტიკა: რეგიონული პრობლემები და განვითარების პერსპექტივები”. მოხსენების კრებული, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
- 2015, ოქტომბერი ნაშრომის ავტორი: ”წნევის ქვეშ მომუშავე გაზის რეზერვუარის ფიზიკური აფეთქების ენერგია”, III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - ”ენერგეტიკა: რეგიონული პრობლემები და განვითარების პერსპექტივები”. მოხსენების კრებული, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
- 2015, დეკემბერი პუბლიკაციის ავტორი: ”ადსორბირებული ბუნებრივი გაზის გამოყენების პერსპექტივები სატრანსპორტო სექტორში”, ჟურნალი ”ინტელექტუალი”, № 30, 2015; წარდგენილია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე - ”მდგრადი ენერგეტიკა: გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები”, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
- 2015, აპრილი პუბლიკაციის ავტორი: „საავტომობილო ბუნებრივი გაზის გამოყენების სარგებლიანობის ასპექტები“ სამეცნიერო - ტექნიკური ჟურნალი ”ენერგია”, № 1(73), 2015
- 2014, დეკემბერი პუბლიკაციის ავტორი: ”საავტომობილო ბუნებრივი გაზი: საქართველო და მსოფლიო”; სამეცნიერო - ტექნიკური ჟურნალი ”ენერგია”, № 4(72), 2014
- 2014, დეკემბერი პუბლიკაცის ავტორი: ”საავტომობილო გაზის ბალონები”; სამეცნიერო - ტექნიკური ჟურნალი ”ენერგია”, № 4(72), 2014
- 2014, სექტემბერი პუბლიკაციის თანაავტორი: ”საავტომობილო ძრავების ალტერნატიული საწვავი - ბუნებრივი გაზი: მითები და რეალობა”; სამეცნიერო - ტექნიკური ჟურნალი ”ენერგია”, № 3(71), 2014
გიორგის დასრულებული აქვს მრავალი ტრენინგი და პროფესიული სწავლების კურსი, მათ შორის არის კიევის პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგი თემაზე: „ნავთობბაზებისა და გაზგასამართი სადგურების უსაფრთხო ექსპლუატაცია“. მას გავლილი აქვს, აგრეთვე, ტრენინგი: ISO/IEC 17020:2012 მოთხოვნები ინსპექტირების ორგანოების მიმართ.
გიორგი თანამშრომლობს სსიპ „საქართველოს აკრედიტაციის ცენტრთან“ ტექნიკური ექსპერტის რანგში. მას აქვს ბაკალავრის ხარისხი ქიმიაში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. ამჟამად, სწავლას აგრძელებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურზე.

ნუგზარ კირთაძე
უფროსი ტექნიკური ექსპერტი
ნუგზარ კირთაძე „სი ეი ინთერნეიშენალ“-ში მუშაობს 2016 წლიდან დღემდე ინსპექტორად.
მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს მრავალ კომპანიას და სახელმწიფო უწყებას, მათ შორის:
- საქართველოს რკინიგზის ელექტრომომარაგების დისტანცია,
სარევიზიო შემკეთებელი საამქრო,
ელ.მექანიკოსი - 1991-1994 წწ
- თბილისის მეტროპოლიტენის სიგნალიზაციის და კავშირგაბმულობის სამსახური,
სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების დისტანცია,
ელ.მექანიკოსი - 2000-2007 წწ
- შპს „კომპიუტერ ლენდი“,
ექსპლუატაციაში არსებული ლიფტების ინსპექტირება,
ინჟინერ-ინსპექტორი - 2002-2010 წწ
- შპს „NEW LINE“,
ექპლუატაციაში არსებული ლიფტების ინსპექტირება,
ინჟინერ-ინსპექტორი- 2010-2014 წწ
- საზოგადოებრივი კოლეჯი „იკაროსი“,
ლიფტის ელ. მექანიკოსის სპეციალობის შემსწავლელი კურსები,
კურსების წამყვანი - 2012-2013 წწ
- სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო“,
ლიფტებისა და ესკალატორების ინსპექტირება,
სპეციალისტი - 2015 - 2016 წწ
- აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი,
კომპანიების ტექნიკური შესაბამისობის შეფასება,
ტექნიკური შემფასებელი - 2016 - დღემდე
გავლილი აქვს შემდეგი ტრენიგები:
- შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამა „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი“
- ტრენინგი: ბიოლოგიური უსაფრთხოება სამუშაო სივრცეში
- ტრენინგი : სურსათის უვნებლობის და კვების ობიექტების უსაფრთხოება
- ტრენინგი: მიკროკლიმატის და ფიზიკური ფაქტორების გაზომვები
ნუგზარს დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატიკის და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი, ავტომატიკის და ტელემექანიკის სპეციალობით.

ნატა კვერნაძე
უფროსი შესაბამისობის შეფასების სპეციალისტი
ნატა კვერნაძე მუშაობს კომპანია ,,სი ეი ინთერნეიშენალ"-ში 2016 წლიდან.
2016-2017 წლებში იყო ოფის მენეჯერი, ხოლო 2017-2018 წლებში მუშაობდა გაყიდვების მიმართულებით. 2018 წლიდან არის უფროსი შესაბამისობის შეფასების სპეციალისტი.
ნატა ფლობს ბაკალავრიატის ხარისხს ეკონომიკაში, საქართველოს უნივერსიტეტისგან.

ირაკლი კენჭოშვილი
ტექნიკური ექსპერტი
ირაკლი კენჭოშვილი „სი ეი ინთერნეიშენალ“-ში 2018 წლის მარტიდან მუშაობს. იგი ჯერ დაინიშნა ტექნიკური დირექტორის მოადგილის ასისტენტად, ხოლო 2019 წლიდან ირაკლი გახდა ტექნიკური ექსპერტი.
ირაკლის დამთავრებული აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხი და აქვს მიღებული მაგისტრის წოდება საქართველოს უნივერსიტეტში. მას აგრეთვე გავლილი აქვს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამა.

თამარ კუტალაძე
ოფისის მენეჯერი
თამარ კუტალაძე 2017 წლის აპრილში შემოუერთდა „სი ეი ინთერნეიშენალ“-ის გუნდს ადმინისტრატორის თანამდებობაზე. 2019 წელს კომპანია „სი ეი ინთერნეიშენალ“-ში თამარი ოფის მენეჯერად დაინიშნა.
2014-2016 წლებში თამარი მუშაობდა ბანკ „რესპუბლიკა“-ში გაყიდვების მენეჯერად, ხოლო 2016 წელს მუშაობა დაიწყო აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრ-ში დირექტორის ასისტენტად.
თამარს დამთავრებული აქვს "კოლხას უნივერსიტეტი"-ს ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ფაკულტეტი, ბიზნესის მართვის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, სამეწარმეო საქმიანობის ეკონომიკისა და მართვის სპეციალობით.

ანზორ ბეჟანიშვილი
მძღოლი
დავით გულბიანი
ტექნიკური ასისტენტი
bottom of page